aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ სთხოვენ მგზავრებს მიკროავტობუსების მძღოლები თანხა პლასტიკური ბარათით არ გადაიხადონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ბოლო ორი დღეა, რაც მგაზვრებს პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის მაგივრად ნაღდი ფულით გადახდას სთხოვს. მსგავს ფაქტს “მეტრონომის” ჟურნალისტიც შეესწრო, რომელიც N 135-ე სამარშუტო ტაქსში მგზავრობისას ბარათით გადახდის შემდეგ, მძღოლმა შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ თანხა ხელზე გადაეხადა.  ჟურნალისტმა მძღოლთან გასაუბრების შემდეგ გაარკვია, რომ მძღოლებს პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხიდან ბონუსი არ ეძლევათ და მთელი თანხა სამარშუტო კიმპანიას რჩება. მათ კი ის ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, მაინც სავალდებულო რჩება.

” ეს პრობლემა ”თბილისის მიკროავტობუსებს” შორის „გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია“. პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხა პირდაპირ კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” ბალანსზე ირიცხება, ხოლო ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, ჩვენთვის მაინც გადასახდელი რჩება. გამოდის, რომ ეს გადასახადი მთელი დღის განმავლობაში უნდა მოვაგროვოთ. ხოლო თუ ხელზე არ გადამიხადეთ მგზავრებმა, თანხა როგორ შევაგროვოთ? გამოდის, რომ სახლში კაპიკსაც ვერ შევიტანთ”,-აცხადებს “მეტრონომთან” 135-ე სამარშუტო ტაქსის მძღოლი.

“მეტრონომი” კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსებს” პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნათია მიქიაშვილს დაუკავშირდა. მიქიაშვილი აცხადებს, რომ მძღოლები ცრუობენ და რომელი სამარშუტო ტაქსის მძღოლიც მოსთხოვს  პლასტიკური ბარათის ნაცვლად მგზავრს ფულის  გადახდას, მას ხელშეკრულება ავტომატურად შეუწყდება და ის სამსახურიდან გათავისუფლდება.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....