ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს “გირჩი”: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცადებს, რომ ცესკო-ს ინფორმაციით,  საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოფიციალურად  “გირჩი”-ს კანდიდატი ვერ იქნება, რადგან პარტიამ კანდიდატი რომ დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული.

“ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო. ჩემთვის და გირჩელებისთვის პრინციპული საკითხია რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი.

საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა.

რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava):

ხვალ ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name – ‘გირჩი’ ანუ, რომ გავხდე – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში.

აქვე მინდა მივმართო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-ს:

ვიცი რომ ასეთი ცვლილებების რეგისტრაციისთვის 60 დღე გაქვთ, თუმცა, ჩემ შემთხვევაში მგონი ყველასთვის ნათელია რომ ამ ცვლილებას არ ვითხოვ საკუთარი რეალური იდენტობის დამალვის და წარსული ცოდვების მიჩქმალვის მიზნით.

შესაბამისად, იქნებ სწრაფად განახორციელოთ ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რათა 1 სექტემბრიდან მომეცეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პროცედურების ვადებში განხორციელებისა და კამპანიის სრულფასოვნად წარმართვის შესაძლებლობა

პ.ს. ასევე ვიცი რომ სახელის შეცვლა მხოლოდ ერთხელ არის კანონმდებლობით ნებადართული და, შესაბამისად, გირჩი სიკვდილამდე დარჩება ჩემს middle name-ად. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.”- წერს ჯაფარიძე.

სხვა ამბები

“ვაშაძე არის მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი”

newsadmin

“ორღობეში ჭორაობდა მელია”

newsadmin

“კანონი დაარღვიეს და სხვას იქით ედავებიან”

newsadmin

“ეს ნიშნავს, რომ გიკრძალავენ არსებობას”

newsadmin

“ინაუგურაცია გაბანძდა და არის გაბახებული”

newsadmin

გიორგი ბოტკოველი: თელავში ყველა შესასვლელი გადაკეტილი იყო

newsadmin

მელია: ტყუილია, თითქოს, პოლიციას დავით კირკიტაძე დაესხა თავს

newsadmin

ია მეტრეველი: სააკაშვილმა გახადა ბუტას უბედურება პოლიტიკური

newsadmin

მელია: ბუტა რობაქიძის მშობლებს, არაფრად მიაჩნიათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..