aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეჭიაურს ყოფილი თანამშრომლები უჩივიან: “ნასვამმა მერმა ჩვენი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან.

როგორც ისინი”რუსთავი 2″-თან აცხადებენ, მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მათი თქმით, ერთ დღეს თამაზ მეჭიაური სამსახურში მთვრალი მივიდა და მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ძირითადად მეჭიაური “ქართული ოცნების” აქტივისტებს ათავისუფლებს.

„თამაზ მეჭიაურის მერად მოსვლის შემდეგ რაიონში დაიწყო ჩვენი მძიმე ცხოვრება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინეთ წარმომადგენლები განსაკუთებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები,“- განაცხადა თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომელმა, ნატო სუარიშვილმა.

მათ ბრალდებებს თამაზ მეჭიაური პასუხობს და ამბობს, რომ თანამშრომელბი არ იყვნენ “სათანამშრომლოდ მოწოდებულნი”:

„არათუ მოვიდნენ, რომ თუნდაც ეკითხათ, რომ როგორ ვითანამშრომლოთო, გავიდნენ შვებულებაში,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა

იტვირთბა....