aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეჭიაური: “გავათავისუფლე ქუცნაშვილის წარმომადგენლები, რომელთაც საბოტაჟის მოწყობა და მერის იმპიჩმენტი სურდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე 3 პიროვნება გავათავისუფლე და 4 პიროვნებას მსუბუქი შენიშვნა მივეცი. შემეძლო 7-ვე გამეთავისუფლებინა. 12-ვე “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ. 5-ს საერთოდ არ შეეხო კომისია. ნაწილმა გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, დანარჩენები არ იყვნენ ამისთვის მზად, – ამის შესახებ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

“არსებობდა დარღვევები მთის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელზეც საჩივრები იყო შემოსული და გადავუგზავნე მერიის შიდა აუდიტის სამასხურს, რის შემდეგაც გამოვლინდა დარღვევები. ამ დარღვევების საფუძველზე, კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობის საკითხი დისციპლინარულმა კომისიამ შეისწავლა და 7 პიროვნებაზე წარმოადგინა რეკომენდაციები, რომ ისინი გათავისუფლებას იმსახურებდნენ. მე ჩემი უფლებით ვისარგებლე, სადაც მერს აქვს უფლება, რომ კომისიის რეკომენდაცია ან გაითვალისწინოს, ანდაც სასჯელი შეამსუბუქოს.

მე 3 პიროვნება გავათავისუფლე და 4 პიროვნებას მსუბუქი შენიშვნა მივეცი. შემეძლო 7-ვე გამეთავისუფლებინა. 12-ვე “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ. 5-ს საერთოდ არ შეეხო კომისია. ნაწილმა გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, დანარჩენები არ იყვნენ ამისთვის მზად. გათავისუფლებულებს სურდათ მერიაში ქუცნაშვილის წარმომადგენლად დარჩენილიყვნენ, რომლებიც საბოტაჟისთვის იყვნენ მომართული და შემდეგ მერის იმპიჩმენტის მოწყობა სურდათ. ეს ყველაფერი გაშიფრული იყო, მაშინ როდესაც დარღვევები აღმოუჩნდათ. ასეთ პიროვნებებს მე თავდებში ვერ დავუდგები”, – განაცხადა მეჭიაურმა.

თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან.

როგორც ისინი”რუსთავი 2″-თან აცხადებენ, მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მათი თქმით, ერთ დღეს თამაზ მეჭიაური სამსახურში მთვრალი მივიდა და მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ძირითადად მეჭიაური “ქართული ოცნების” აქტივისტებს ათავისუფლებს.

„თამაზ მეჭიაურის მერად მოსვლის შემდეგ რაიონში დაიწყო ჩვენი მძიმე ცხოვრება, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინეთ წარმომადგენლები განსაკუთებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები,“- განაცხადა თიანეთის მერიის ყოფილი თანამშრომელმა, ნატო სუარიშვილმა.

იტვირთბა....