aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვასახელებ მეუფე პეტრეს, მას სურვილი ჰქონდა, პატრიარქი მოეკლა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ მეუფე პეტრე პატრიარქს  მუდმივად ეწინააღმდეგება და მის მოშირებაში აქტიურად არის ჩართული.

როგორც ედიშერ ქარჩავა აცხადებს,  მეუფე პეტრე ცაავა მუდმივად ცდილობს მის თანამზრახველებთან ერთად, პატრიარქს კონკრეტულ საკითხებში შეეწინააღმდეგოს.

“ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა,  პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე“, – განაცხადა ქარჩავამ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი.

“მეტრონომი” მეუფე პეტრესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

იტვირთბა....