aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მეუფე პეტრეს გარდა, ანტიპატრიარქისტია სოსო ოხანაშვილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილ წევრ, სოსო ოხანაშვილს და მიტროპოლიტ პეტრე ცაავას აქვთ მცდელობები, რომ ილია II ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს.

მისი თქმით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ “უწმინდესის მოკვდინება”.

„მეუფე პეტრეს გარდა, ანტიპატრიარქისტია სოსო ოხანაშვილი, რომელიც ასევე ცდილობდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილებას. უშუალოდ მეუფე პეტრეს დღესაც დაგეგმილი აქვს და ფიქრობს პატრიარქის არამარტო ტახტიდან ჩამოცილებას, არამედ მის მოკვდინებას. სოსო ოხანაშვილი კი დედაოების მეშვეობით გერმანიიდან მითვლის, რომ მე გავჩუმდე, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არ გავჩუმდები. სოსო ოხანაშვილი ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში და სულიერ, იდეურ ერთობაში იყო მეუფე პეტრესთან“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ქარჩავა ამბობს, რომ მას ამ ყველაფრის დამადასტურებელი ფაქტები აქვს.

მანამდე, მან განაცხადა, რომ პატრიარქის მკვლელობა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას უნდოდა. მისი თანამზრახველი კი, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში უკვე ზის.

იტვირთბა....