aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროსადგურ „სამას არაგველთან“ პოლიციელი დაჭრეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეტროსადგურ „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ნასვამ მოქალაქეს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, პოლიციელებმა  წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რა დროსაც მან პოლიციის თანამშრომელს ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს – უბნის ინსპექტორ გამომძიებელს – ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს. ეს არის 1992 წელს დაბადებული შ. თ.“- განუცხადეს „მეტრონომს“ შსს-ში.

იტვირთბა....