aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

NDI-ის კვლევა: თბილისი მერობის კანდიდატთა რეიტინგი გამოქვეყნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგში კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი 19%-ით და ზაალ უდუმაშვილი 18%-ით.  კითხვაზე ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს ელენე ხოშტარიას მხოლოდ 5% ასახელებს, ხოლო 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 4% კი ხმას არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

 

იტვირთბა....