aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მერაბ ღოღობერიძეს ადვოკატი ზაზა პაპიძე აღარ დაიცავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ადვოკატი ზაზა პაპიძე აღარ დაიცავს.

ზაზა პაპიძის განცხადებით, დაცვის ტაქტიკაზე ის და ღოღობერიძე ვერ შეთანხმდნენ. მისივე თქმით, საქმეში ადვოკატი პაატა შავაძე ჩაერთო, რომელთან ერთადაც ის არ იმუშავებს.

 

 

“მთელი დღეა ოჯახთან ერთად ვარ და დაცვის ტაქტიკაზე ვმუშაობთ. კოლეგა ადვოკატთან პაატა შავაძესთან პრინციპული შეუთავსებლობა მაქვს. მერაბმა ეს იცოდა და ამის შესახებ არა ერთხელ გვილაპარაკია. შესაბამისად ჩამოვცილდი საქმეს,” – განაცხადა ზაზა პაპიძემ.

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით  დააკავეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს.

 

 

11-12 მარტის ბათუმის მოვლენების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად 18 პირია დაკავებული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11-12 მარტის ღამეს ბათუმში 75 პირი დააკავეს, უმრავლესობას ჯარიმა შეეფარდა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სამსახურიდან 1 პოლიციელიც გაათავისუფლეს

იტვირთბა....