aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეზობელი: გარდაცვლილის დისგან გავიგე, რომ ანას ერთი ბიჭი ეძებდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მეზობლები და ახლობლები მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ.

როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეგობრის დედამ  განუცხადა,  ის ანა ნაცლიშვილსა და მის შეყვარებულს შორის დაპირისპირებას გამორიცხავს.

„ანას შეყვარებული იყო ძალიან გაწონასწორებული და ზრდილობიანი ბიჭი, რომელსაც უყვარდა ანა.  მის გვერდით მე სხვა ბიჭი არ მინახავს. დაუშვებელია ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო ეს საზარელი ამბავი. ისინი სულ ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. ლადოს ცხოვრებაში რაღაც პერიოდში გამოჩნდა სხვა  გოგონა. ამ ამბის შემდეგ ისინი დაშორდნენ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ შერიგდნენ. გარდაცვლილის დისგან გავიგე, რომ  ანას ერთი ბიჭი ეძებდა რის შემდეგაც, დაურეკა საერთო მეგობარს და კითხა სახლში იყო თუ არა , როცა გაირკვა რომ ანა სახლში არ იყო ლადოსთან გადამოწმება სცადეს მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ლადოც მას ეძებდა“ – აღნიშნა მეგობრის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ანა ნაცვლიშვილის ოჯახის თქმით, ის დღეს, გამთენიისას დაახლოებით 5 საათზე სახლიდან გავიდა, მის მობილურზე განხორციელუბული ზარის შემდეგ, რის შემდეგაც ის სახლში აღარ დაბრუნებულა. გამთენიისას მისი ცხედარი, თემქაზე იპოვეს.

 

იტვირთბა....