aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მედიის განცხადებები სასამართლოსადმი უპატივცემულობა და მოსამართლეთა რეპუტაციის უხეში შელახვაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები სასამართლო სისტემის ინსტიტუტისადმი უპატივცემულობას და მოსამართლეთა ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

”საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს საქართველოს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების უხეში დარღვევით და წარმოადგენს სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას. საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები, ცალ-ცაკლე და მით უფრო ერთობლივად, დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას, რამდენადაც ისინი განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის“ დარღვევით, ხოლო ზოგჯერ – თვით ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებით. საბჭო მიიჩნევს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გახდეს სამაუწყებლო საშუალებების, ჟურნალისტთა კორპუსის და მთელი საზოგადოების მხრიდან განხილვისა და ფართო საჯარო დისკუსიის საგანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები რეაგირებისთვის მიმართავენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს, საქართველოს სამოქალაქო სექტორს, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს საზოგადოებას.

იტვირთბა....