aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მეამაყება ისეთი, თითით საჩვენებელი შვილი მყავს”: ირაკლი სესიაშვილი ენმ-ს ბრალდებას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ენმ-ს ბრალდებას, რომ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები ერთ-ერთ ბინაში მომხდარ ქურდობას უკავშირდება, ირაკლი სესიაშვილმა “ტვ პირველთან” უპასუხა:
“საქმე ჩვეულებრივ სიბინძურესთან გვაქვს. ეს ცილისწამება ამის გამოვლინებაა. ერთი თვის წინ სუსში მართლა დაიწყო მუშაობა 6-თვიანი ხელშეკრულებით, რადგან აინტერსებს ეს სფერო. უნდათ საზოგადოებაში უარყოფითი
განწყობა ჩამოაყალიბონ ჩემ მიმართ და საზოგადოებაში მორიგი სიბინძურით გამიჩინა თავი ნაციონალურმა მოძრაობამ. ამას უპასუხოდ არ დავტოვებ.
ჩემ შვილს არასდროს სამართალდამცველ ორგანოებთან საქმე არ ჰქონია. მეამაყება ისეთი, თითითსაჩვენებელი შვილი მყავს. ბინძური კამპანიაა ეს და სავარაუდოდ სასამართლოს მივმართავთ ცილისწამებისთვის. “-განაცხადა სესიაშვილმა “ტვ პირველთან”.
შეგახსენებთ, რომ ენმ-მ სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები იმ ბინაში იპოვეს, სადაც ქურდობა მოხდა:
თბილისში ქურდობის ფაქტზე ამოღებული ხელის ანაბეჭდები ირაკლი სესიაშვილის შვილს, დავით სესიაშვილს ეკუთვნის. სუს-ს მიმართა ამ ადამიანმა სამუშაოდ და ამის შემდეგ გაირკვა, რომ ქურდობის დროს აღმოჩენილი ანაბეჭდები მას ეკუთვნოდა.
ვითხოვთ, გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას სუს-ის და შსს-ს ხელმძღვანელებისგან. “-განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა.

იტვირთბა....