aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, 11 სამინისტროზე შევჯერდებით.

მისი თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები სავარაუდოდ დღეს დასრულდება. “შაბათს იქნება მთლიან უმრავლესობასთან შეხვედრა და ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი, ხოლო როცა სამინისტროების რესტრუქტურიზაცია დასრულდება, დაიწყება საუბარი პერსონებზე. ძალიან ბევრი იდეა გახმოვანდა ამ შეხვედრებისას და არც ერთი ფუნქციური დამატება არ განიხილება. საუბარია დარგის მენეჯერებზე, ხელმძღვანელებზე, რომლის მოვალეობასაც ახლა ასრულებენ მოადგილეები”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი განმარტავს, რომ სახელმწიფო მდივანი არაფერ შუაშია და თითოეულ დარგს უხელმძღვანელებს კონკრეტული ადამიანი. მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს უმრავლესობის და პრემიერის შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....