aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მდინარაძე: “თუ რომელიმე ადამიანი ფეხს ვერ შეუწყობს დინამიკას, მისი შეცვლის საკითხი დადგება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა ისე დამთავრდა, რომ  დაანონსებული საკადრო ცვლილებების საკითხი დეპუტატებს არ განუხილავთ

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ცვლილებები ნამდვილად იქნება, როგორც პარტიულ, ისე სამთავრობო დონეზე, თუმცა ვინ დატოვებს თანამდებობებს და ვინ შეინარჩუნებს, ამის შესახებ ინფორმაცია ისევ გასაიდუმლოებულია.

„თუ რომელიმე ადამიანი იმ დინამიკას, იმ აბსოლუტურად ახალ რეალობას, რომელიც იქნება ინაუგურაციის შემდეგ, ანუ ახალი კონსტიტუციის პირობებში ფეხს ვერ შეუწყობს, ბუნებრივია, ასეთი ადამიანების შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში. ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან კარგი იქნება” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტული პირების შეცვლაზე სხდომაზე არ უმსჯელიათ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ მთავრობას ნდობა ცოტა ხნის წინ გამოუცხადეს და რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. თუმცა, კახიანის თქმითვე, შეხვედრაზე მენეჯმენტურ ცვლილებებზე, ასევე ახალგაზრდების გუნდში მოზიდვის აუცილებლობაზე ილაპარაკეს.

იტვირთბა....