ახალი ამბები მთავარი სამართალი სოციალური ქსელი

მახსოვს, თვალებს რომ ვეღარ ვახელდი – სესიაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის მოვლენებს იხსენებს.

“ყველას ჩვენი წილი 7 ნოემბრის ისტორია გვაქვს . აქამდე არასდროს მომიყოლია ჩემი ამბები, მაგრამ ვეცდები აქ გაგიზიაროთ 2007 წლის ამ ძალიან მძიმე დღესთან დაკავშირებული ჩემი ემოციები. როცა შესაბამისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა ფაქტობრივად ალყა შემოგვარტყეს, პირველი რეაქცია ეს იყო უსამართლობის განცდა – თუ რატომ უნდა გცემოს საკუთარმა ხელისუფლებამ , მხოლოდ იმიტომ რომ თავისუფლება და ქვეყანა გიყვარს. უკვე შეტევაზე (ზუსტად ასე ქვია ამას), რომ გადმოვიდნენ შეიარაღებული ქვედანაყოფები, ერთდროულად გამოიყენეს ყველა სპეცტექნიკა და იარაღი. იმდენად არაპროპორციული იყო ძალა, რომ დაშლისთვის ორიენტაციაც კი დავკარგეთ. მახსოვს, თვალებს რომ ვეღარ ვახელდი, უცნობ ახალგაზრდას მხარზე ხელი დავადე და ბრმად გავყევი. რუსთაველის ქუჩას ზემოდან შემოვუარეთ და ოპერასთან ასეთ სცენას შევესწარი- საშუალო ასაკის ქალი, როგორ ურტყამდა ქოლგას პატრულის მანქანას, რომლის ეკიპაჟს რეაქცია არ ჰქონდა , რადგან თავადაც კარგად ხვდებოდა, რომ უკანონო ბრძანებას ასრულებდა. მახსოვს რიყის აბსოლუტურად გაუმართლებელი დარბევა და კიდევ ერთი ეპიზოდი- გამწარებულ ხალხს როგორ ჩაუვარდა ერთი ჯარისკაცი, კი, აგრესია იყო, თუმცა ბოლოს მას მაინც ისევ ხალხი გადაეფარა.

“იმედში” შესვლას აღარ გავიხსენებ, იქ ცალკე ფრონტი იყო გახსნილი. ბოლოს სოზართან (მაშინ სახალხო დამცველი იყო) შევიკრიბეთ. მახსოვს სოზარმა, რომელიც თავად დაზარალდა ამ აქციის დარბევის დროს, მხოლოდ ერთი რამე გვითხრა- ეს დიქტატურაა. დღეს, როცა ბევრი თავგამოდებული “დემოკრატის” შეფასებებს ვიხსენებ, სამწუხაროდ მათი ეს თავდადება ქვეყნისთვის ამ

გარდამტეხ დღეს არ მახსენდება , სამაგიეროდ კარგად შემორჩა ჩემს მეხსიერებას დღევანდელი თუ მაშინდელი ზოგიერთი “ენჯეოშნიკი”, რომელიც ან დამრბევლების მხარეს იყო ან კიდევ იმის სითამამე არ ეყო, უშუალოდ ადგილზე გასულიყო და საკუთარი მოვალეობა შეესრულებინა.
მე კი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ვაჟკაც და გულანთებულ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დაიცვეს ყველა ჩვენგანის სამოქალაქო უფლებები და რაც მთავარია ჩვენი თავისუფლება.

პ.ს. დიქტატურა საქართველოში აღარ დაბრუნდება, ისევე როგორც მაგალითად ფაშიზმი ევროპაში”, – წერს სესიაშვილი.

სხვა ამბები

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დავით კირკიტაძესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციელს

newsadmin

შსს-მ კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის, 2 პირი დააკავა

newsadmin

Le monde: ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სარკოზი პრეზიდენტ მაკრონს ოფიციალურად წარმოადგენდა

newsadmin

კვირის ფოტოები – BBC

newsadmin

მერია: აღმაშენებლის გამზირზე მოიჭრა ხმობადი, დაავადებული ფიჭვები

newsadmin

რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები აიღო

newsadmin

ირმა ინაშვილი: “ნაციონალები” პარლამენტის სასადილოში არ ამოდიოდნენ

newsadmin

თორნიკე შარაშენიძე: რეაქცია – წერე და იკითხე მთავრდება ძალიან ცუდად

newsadmin

“ქართულ ოცნებას აქვს სხვა სტანდარტი პოლიციასთან დაკავშირებით”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..