ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

საპატრიარქო, ღამის კლუბები, კალაძე, მარიხუანა, – ბლიც-ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

“მეტრონომმა” თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა…

მეტრონომი: ქვეყანაში რას აკრძალავდით?

ალეკო ელისაშვილი: ძალიან ბევრ რამეს ავკრძალავდი, ასე კონკრეტულად მიჭირს თქმა.

მეტრონომი: ღამის კლუბებში თუ დადიხართ და კონკრეტულად რომელში?

ელისაშვილი: არა, არ დავდივარ, ხმაური არ მიყვარს. თუმცა, ნორმალურად მიმაჩნია, რომ ხალხი მანდ დადის. ჩემი მეგობრებიც დადიან და ჩემი ასაკის ხალხიც. უბრალოდ, მე არ მიყვარს.

მეტრონომი: მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რას ფიქრობთ და თავად თუ გაგისინჯავთ?

ელისაშვილი: გამისინჯავს, ახლა არ ვსინჯავ. დეკრიმინალიზაციისა და ზოგადად, ლიბერალიზაციის  მომხრე ვარ.

მეტრონომი: კალაძე თუ ნარმანია? დაგვიხასიათეთ ორივე თითო-თითო სიტყვით.

ელისაშვილი: კალაძე არის “მატრაკვეცა” და ნარმანია – მუქთახორა.

მეტრონომი: რომელ პოლიტიკოსთან ითანამშრომლებდით?

ელისაშვილი: ძალიან დიდ პატივს ვცემ “თავისუფალი დემოკრატების” წევრს, ნინო გოგუაძეს.

მეტრონომი: რა არის თბილისის ყველაზე დიდი პრობლემა?

ელისაშვილი: შხამიანი ჰაერი, რომელიც სინამდვილეში მომაკვდინებელია.

მეტრონომი: ვინ არის დღეს ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი პოლიტიკოსი?

ელისაშვილი: არც ვიცი ვინმე თუ არის ლამაზი ქალი ქართულ პოლიტიკაში.

მეტრონომი: მარგველაშვილი თქვენში რა ასოციაციას იწვევს?

ელისაშვილი: მიჭირს თქმა.

მეტრონომი: უნდა ვუხდიდეთ თუ არა საპატრიარქოს 25 მილიონს ბიუჯეტიდან?

ელისაშვილი: ჩემი აზრით, თანხას უნდა ვუხდიდეთ, 25-ს თუ მეტს თუ ნაკლებს სხვა ამბავია. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, აუდიტის სამსახური ყოველ თეთრს უნდა აკონტროლებდეს. როგორც სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს აკონტროლებს.

მეტრონომი: საკრებულოში არსებული სიტუაცია ერთი წინადადებით გვითხარით..

ელისაშვილი: არაფრის კეთების დაწესებულებაა საკრებულო. რეალობას აცდენილია.

მეტრონომი: გვჭირდება თუ არა საზმაუ?

ელისაშვილი: გვჭირდება, ოღონდ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს და გაცილებით ნაკლები უნდა გადავუხადოთ.

მეტრონომი: მსოფლიო ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობთ?

ელისაშვილი: არავის. ჩემთვის სპორტი საინტერესოა, როდესაც ქართველი მონაწილეობს. აგერ სუმოს ლამის სპეციალისტი გავხდი ჩვენი ლევან გორგაძის ხათრით. ფეხბურთში როდესაც ჩვენები არ არიან, არაფერი მაინტერესებს.

მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?

ელისაშვილი: არც ერთი.

მეტრონომი: 17 მაისი რასთან ასოცირდება თქვენთვის?

ელისაშვილი: 17 მაისი 17 მაისთან ასოცირდება.

მეტრონომი: ანა სუბელიანის 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას როგორ შეაფასებდით?

ელისაშვილი: ვერც ტრაგიკულს ვხედავ მაგაში რამეს და მთლად მოსაწონიც არ იყო. შეგნებულად იმ ადამიანს მსგავსი არ გაუკეთებია და თავის დამოკიდებულების გამოხატვა უნდოდა. ფეხქვეშ გაეთელა 9 აპრილის მემორიალი და ასეთი რამ არ ქონდა აზრად.

მეტრონომი: რა მუსიკას უსმენთ?

ელისაშვილი: ქართულ რაღაცებს ვუსმენ. აი, ახლა იმ გოგოზე ვარ გადარეული, სოფო ბათილაშვილზე, ძალიან მაგარი გოგოა.

მეტრონომი: ვის ისურვებდით პრეზიდენტად?

ელისაშვილი: არავითარ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის”და არავითარ შემთხვევაში “ქართული ოცნების” კანდიდატს.

 

 

სხვა ამბები

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

newsadmin

“იმედის” კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

newsadmin

სერგეენკო – დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

newsadmin

არც ერთი ადამიანი დღეს თავშესაფრის გარეშე არ დარჩება – თბილისის მერის მოადგილე

newsadmin

იაშვილის კლინიკაში დაზარალებულების მოსანახულებლად პრეზიდენტი მივიდა

newsadmin

შს მინისტრის მოადგილე აფეთქებაზე – ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..