aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარტვილში საკონსტიტუციო ცვლილებათა სახალხო განხილვა ხმაურისა და სტვენის ფონზე წარიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მარტვილში საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის საყოველთაო სახალხო განხილვა ხმაურისა და სტვენის ფონზე წარიმართა.
შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ჩამორთმეული საძოვრები და ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა იყო.

დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა მმართველი გუნდის წარმომადგენლები წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. კრიტიკულ შეკითხვებზე, შეხვედრის მონაწილე თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და სხვა საჯარო მოხელეებს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ, რამაც საზოგადოებაში შეძახილები გამოიწვია.

განხილვაზე დამსწრე ლია გულორდავას, შეკითხვის დასმისა და აზრის გამოხატვი დროს, მიკროფონი გამოურთეს. მისი თქმით, მიკროფონებთან გამოსვლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, აქედან გამომდინარე, მოქალაქემ საკუთარი აზრის გამოთქმა ხმის გამაძლიერებლით გადაწყვიტა და კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებები გააკრიტიკა.

შეხვედრის მიწურულს, პოლიტიკოსებს საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ნახევრად-ცარიელ დარბაზში მოუწიათ.

იტვირთბა....