aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღე აღნიშნავს.

წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული იყო. შაჰ-აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. საშინლად ნაწამები დედოფლის სხეული კი ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს. გადმოცემის თანახმად, მის წმინდა ნეშტს სამი ნათლის სვეტი დაადგა.

წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და ინდოეთში, ქალაქ გუაში არსებულ დაგრასას მონასტერში გადაასვენეს. შემდგომ მიწისძვრის შედეგად მონასტერი დაინგრა და წმინდა დედოფლის საფლავი ბოლო დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

23 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ინდოეთში ინახებოდა საქართველოში ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილებს აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიების მრევლი დახვდა. ქეთევანობას დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.

იტვირთბა....