ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვაჭანტირაძე: მარგველაშვილის პუტინთან შეხვედრის სურვილი წინასაარჩევნო კამპანია მგონია

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე „მეტრონომთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, გასაკვირია მარგველაშვილმა ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე რატომ დაიწყო ამაზე საუბარი. თუმცა კვაჭანტირაძე ფიქრობს, რომ ეს უფრო საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვას  ჰგავდა და ის მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.

„ჩემთვის მოულოდნელი და გასაკვირი იყო, პრეზიდენტის განცხადება, როდესაც მას პუტინთან შეხვედრაზე 5 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უსაუბრია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია, როდესაც ის რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების კურს იზიარებს. მაგრამ რატომღაც მეჩვენება, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და ეს მის პირველი კამპანიის დასაწყისი იყო.

ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად ამ 4 თვეში მისი და პუტინის შეხვედრა ვერ მოხდება. იმაში ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთთან დიალოგი სურს, მაგრამ ასევე კარგად იციან, რომ მაგრგველაშვილის და პუტინის შეხვედრა ასე მოკლე დროში წარმოუდგენელია. დღეს რატომ საუბრობს ამაზე ცოტა გასაკვირია, ალბათ ფიქრობს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნებში კამპანიის დროს გამოადგება“,-განაცხადა კვაჭანტირაძემ „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზად არის. პრეზიდენტობის ბოლო, მეხუთე წელს და ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, გიორგი მარგველაშვილი მსგავსი ინიციატივით პირველად გამოვიდა.

მოულოდნელი განცხადების მთავარ არგუმენტად, პრეზიდენტი საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით,  საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა.

 

სხვა ამბები

თეა წულუკიანის ბრიფინგი (live)

newsadmin

სალომე ზურაბიშვილი გიორგი გახარიას შეხვდა

newsadmin

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newsadmin

17 იანვრის ლარის კურსი ცნობილია

newsadmin

“ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი” – ჩუგოშვილი იუსტიციის საბჭოზე

newsadmin

“ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ დგას ამ ბინძური კამპანიის უკან”

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..