aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარადონამ არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე დასწრება მოითხოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

The Mirror-ის ინფორმაციით ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მოითხოვს, რომ ის არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე დაუშვან.

„მინდა დაველაპარაკო ფეხბურთელებს, რათა გაიგონ, რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფორმის ტარება“, – განაცხადა“, – განაცხადა 57 წლის მარადონამ და გაიხსენა, რომ ნაკრებში თამაშის დროს ის ბოლომდე იხარჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს  D ჯგუფს აუტსაიდერმა ნიგერიამ ისლადნია 2:0 დაამარცხა. აფრიკელთა ნაკრებმა ამით მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე არგენტინელების გასვლის შანსი გაზარდა. ამისათვის სამპაოლის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში აუცილებლად უნდა დაამარცხოს ნიგერიის ნაკრები, ისლანდიამ კი ხორვატიას უნდა მოუგოს. მნიშვნელოვანია გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობაც. ეს მატჩები 26 ივნისს გაიმართება.

21 ივნისს არგენტინელებმა ხორვატიასთან 0:3 წააგეს.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი რუსეთში 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.

 

იტვირთბა....