aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბახტაძის განცხადებით, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ გარე ფაქტორებმა ლარზე გავლენა არ მოახდინოს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ერთის მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად უნდა ქვეყანაში მოწყვლადობის დონე გარე ფაქტორების მიმართ შევამციროთ. ეს ორივე ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი. ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მოხდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ამის ძალიან კარგი მაგალითია”, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი რამდენჯერმე საგრძნობლად გაუფასურდა. ექსპერტების ნაწილი ლარის გაუფასურებას თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

იტვირთბა....