aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: ქვეყანაში დესტაბილიზაცია იგეგმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იგეგმება დესტაბილიზაცია ოპოზიციური ძალის მიერ, თუმცა ის არ აკონკრეტებს თუ რომელი ძალა გეგმავს მას. არეშიძე თოქ-შოუ “რეაქციაში” განმარტავს, რომ დესტაბილიზაცია იმ შემთხვევაში იქნება, თუ არჩევნების შედეგებით უმაყოფილო დარჩებიან.

“დაახლოებით იგივე რამეს აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის სასურველი შედეგი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ამაზე ლაპარაკობენ. მე არ მაქვს კონკრეტული ჩამოყალიბებული ინფორმაცია, არ ვარ სამართალდამცველი, არ შემიძლია ვილაპარაკო, რომ ამ დღეს ასე მოიქცევიან. საერთოდ, არჩევნებს ახასიათებს, კრიტიკულ ზღვარამდე მიდის ხოლმე დაძაბულობა. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი, პირიქით, ძალიან დაიძაბა საზოგადოებაში ურთიერთდამოკიდებულება. ასეთი ტიპის დაძაბულობას მუდამ ახლავს ექსცესების სურვილი, მცდელობა იმისა, რომ თავის სიმართლე სხვა ფორმითაც დაამტკიცონ. ზოგ შემთხვევაში, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა რომ არ იცის, ისეთი ამბები შეიძლება მოხდეს”- აცხადებს მამუკა არეშიძე თოქ-შოუ “რეაქციაში”.

არეშიძე ამბობს, რომ ინფორმაციას მიაწვდის დაინტერესების შემთხვევაში კონკრეტულ უწყებებს.

 

იტვირთბა....