aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა მიქაელ ბოტკოველი: „სოსო ოხანაშვილი რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„სოსო ოხანაშვილი რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი, შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა“- ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.  ის ამით იმ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ეს ინფორმაცია მეც ამ წუთში მოვისმინე. თუ ამას ოხანაშვილი ავრცელებს, ის ისედაც დისკრედიტებულია საზოგადოებაში და ამ სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს. კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონია არც სატელეფონო და მითუმეტეს, არც ფიზიკური. რა ნაძირალაც არის, დიდი ხანია ვიცი, შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა. ის ნაძირალაა და შეიძლება ასეთი რამ თქვას. რა თქმა უნდა, მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია, თუ მას ამის სურვილი ექნება, ის საკადრის პასუხს მიიღებს”, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, გუშინ, მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა სიცრუეში დაადანაშაულა, რადგანაც მამა მიქაელმა განაცხადა, რომ გერმანიიდან პატრიარქის დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა.  აღნიშნული განცხადება თავად ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი, აღნიშნული განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა პატრიარქის თანხმობის გარეშე ის თანამდებობას ვერ დატოვებს. შესაბამისად, ჯერ თანამდებობებზე რჩება.

იტვირთბა....