aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შეხვედრა სინოდის წევრებთან დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სინოდის წევრები დდაინტერესებული არიან, სამართალმა იზეიმოს.

საპატრიარქოში სინოდის წევრებსა და დაკავებული დეკანოზის ადვოკატებს შორის შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.

„ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად ვისაუბრეთ და მივეცით ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენებასთან დაკავშირებით სინოდის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ, ანუ ჩვენებას აძლევს მამა გიორგი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი, რომ მისი ბრალი არის უსაფუძვლო. სინოდის წევრების კითხვებს ჩვენ დელატურად ვუპასუხეთ. სინოდის წევრები ძალიან დაინტერესებულნი არიან ერთი რამით, რომ სამართალმა იზეიმოს. საუბრის დროს მათ საკუთარი პოზიცია არ ჰქონიათ გამოხატული, შესაბამისად, ჩვენი საუბრის მიმდინარეობისას აზრთა სხვადასხვაობა არ მომისმენია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე დღეა პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ჯანმრთელობის, ხოლო სინოდი კი უსაფრთხოების გამო დეკანოზს ვერ შეხვდებოდნენ.

მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრას ხელი პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა შეუშალა.

„თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

 

იტვირთბა....