aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში მეორედ დაიბარეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს.

ამჯერად ის ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული. მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მაჩალიკაშვილის ამ საქმეზე დაბარება გაუგებარია.

ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე მოწმის სტატუსით მალხაზ მაჩალიკაშვილი ორი დღის წინაც იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მისი ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ ამ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დადგა განაჩენი.

“როგორც განგვიმარტა საგამოძიებო ორგანომ, საქმის გარკვეული ნაწილი გამოყოფილია და კვლავ მიმდინარეობს გამოძიება გარკვეული პირების მიმართ და შესაბამისად, ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ბატონი მალხაზი. ბუნებრივია, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მისი დაკითხვა საჭირო. მითუმეტეს, გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და გარკვეული პირების მიმართ განაჩენი უკვე დამდგარია”, – განაცხადა ჩუთლაშვილმა.

იტვირთბა....