aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლიზა ბაგრატიონი: “სიმართლე გაიმარჯვებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიზა ბაგრატიონის დაკითხვა დასრულებულია. კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამომძიებლების კითხვებს სამ საათზე მეტ ხანს პასუხობდა.

„ჩემი მოვალეობებიდან და პროფესიიდან გამომდინარე არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, რომელიც ეხება უშუალოდ იმ საქმეზე, რაზეც მიდის გამოძიება. საერთოდ, რომ მიდის გამოძიება აქ, ეს ჩემთვის გაუგებარია. კიდევ ერთხელ დავძენ, რომ ჩემი დარწმუნებით, ეს უნდა ხდებოდეს სამოქალაქო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, მე ყველა კითხვას გავეცი პასუხი იმის ფარგლებში, რაც მე ვიცოდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვაზე იყო პასუხი- მე არ ვიცი, მე ეს არ მეხება. მე ვარ დარწმუნებული ჩვენ სიმართლეში. ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს,“-განაცხადა მოწმის სტატუსით დაკითხულმა ლიზა ბაგრატიონმა.

ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახური ღვინის მწარმოებელი კომპანიის სავარაუდო მითვისების ფაქტს იძიებს, გამოძიების მოთხოვნით კი უწყებას კომპანიის ყოფილმა მფლობელებმა მიმართეს.

იტვირთბა....