aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს: “იმედია, არ დამიჭერენ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანია “ბადაგონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და ის მოწმის სახით დაიკითხება.

“პროკურატურაში დამიბარეს. მოწმის სახით დამიბარეს და იმედია, არ დამიჭერენ”, – განუცხადა “მეტრონომს” ბაგრატიონმა.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს, კომპანია ბადაგონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.

იტვირთბა....