aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლია მუხაშავრია: პროკურატურამ სააკაშვილი გააფრთხილა, რომ ქვეყანაში არ შევიდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყანაში ექსტრადირება არ სურს,-ამის შესახებ უფლებადამცველმა და იურისტმა ლია მუხაშავრიამ „მეტრონომთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების შესახებ საუბრისას განაცხადა:

“ეს არის ფარსი და პროკურატურამ ის გააფრთხილა, რომ ქვეყანაში არ შევიდეს. გარწმუნებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ ჩავა, რადგანაც ის კარგად არის ინფორმირებული და იცის რაც მოუვა.”-აღნიშნა მუხაშავრიამ.

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ტელეარხ 112-თან კომენტარი გააკეთა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სერგეი პეტუხოვმა. მისი თქმით, მათ ნამდვილად მიიღეს შეტყობინება თბილისიდან, რომელშიც ქართული მხარე გარკვეულ გარანტიებს იძლევა.

“დიახ, ჩვენ მივიღეთ შეტყობინება თბილისიდან, შინაარსით – მოვძებნოთ, დავაკავოთ და გადავცეთ ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილი. ქართულმა მხარემ გარანტია მოგვცა, რომ სააკაშვილი არ იქნება გასამართლებული პოლიტიკური მოტივით და არ იქნება გასამართლებული ისეთ საქმეებზე, რომელიც მითითებული არ არის აღნიშნულ მოთხოვნაში” – განაცხადა პეტუხოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დაადასტურა.

იტვირთბა....