aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან ასათიანი: ჩაბუქის ექტრადირება თურქეთში არ უნდა მოხდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისადმი Amnesty International-ის მოწოდებაა, არ მოხდეს ამ ადამიანის თურქეთში ექსტრადიცია.

ლევან ასათიანის განცხადებით, თუ განხორციელდება ექსტრადიცია, არსებობს დიდი საფრთხე,  რომ ჩაბუქი წამების რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში რეალური რისკის ქვეშ დადგება მისი ფუნდამენტალური უფლებები. კონკრეტულად კი ის შეიძლება აღმოჩნდეს წამების რისკის ქვეშ, დიდი ალბათობაა იმისა, არ მოხდეს სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვა და ასევე სხვა დარღვევებს ჰქონდეს ადგილი.

თუკი ჩაბუქის ექსტრადიცია მოხდება, Amnesty International-ის პოზიციის მიხედვით, ეს იქნება ამ ადამიანის არასამართლიანად გადაცემა, ეს იქნება საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტების დარღვევა, ეს იქნება საქართველოს ვალდებულებების დარღვევა როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ვალდებულებების”, – განაცხადა ლევან ასათიანმა.

Amnesty International-მა ანგარიშის “ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოსა და საქართველოში” პრეზენტაცია გამართა.

“საქართველოს გარშემო რეპრესიული პოლიტიკის მორევში მყოფ ქვეყანათა წრე შეიკრა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა უცხო ხილი გახდა. რეგიონში შექმნილმა ამ რეალობამ საქართველოზეც იქონია გავლენა, რასაც აფგან მუხთარლისა და მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეებიც ადასტურებს. რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვა გამონაკლისის გარეშე უნდა უზრუნველყოს”, – აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.

იტვირთბა....