aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

რუსი ჟურნალისტის ლატინინას საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა მოხდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უცნობმა პირებმა მოსკოვში, რუსი ჟურნალისტის და ბლოგერის იულია ლატინინას სახლს დაუდგენელი შემადგენლობის სითხე შეასხეს. ამის შესახებ რადიოსადგური «Эхо Москвы» წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, შენობას ღამით უცნობი შემადგენლობის მწვავე აირი შეასხეს. ამ ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ხანდაზმული და 2 ბავშვი. მეზობლებმა თავდამსხმელების მანქანა დაინახეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიცია ამ შემთხვევას იძიებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მწვავე სითხე სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

გასული წლის აგვისტოში ლატინინაზე თავდასხმა მოხდა. მას უცნობი კაცი «Эхо Москвы»-ის რედაქციასთან დაესხა თავს და ფეკალიები შეასხა.  ლატინინა ამბობს, რომ განცხადებას არ დაწერს, რადგან ,,კომედიაში მონაწილეობას არ მიიღებს”. მისი აზრით, თავდამსხმელებს მისი შეშინება სურდათ. თუმცა მის საქმიანობას ეს უსუსური მცდელობები ვერ შეაფერხებს.

 

იტვირთბა....