aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხის რაიონის ერთ სკოლაში ქვეწარმავლების გამო სასწავლო პროცესი ორი დღეა შეწყვეტილია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის სკოლის შენობაში ქვეწარმავლების არსებობის გამო სასწავლო პროცესი ორი დღეა შეწყვეტილია. სკოლის დირექტორის განცხადებით, სიტუაცია საგანგაშოა.
“იყო შემთხვევა, რომ მარტის თვის ბოლოს, პირველი კლასის საკლასო ოთახში გამოჩნდა ქვეწარმავლები. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ჩამოვიდა და შეწამლეს ტერიტორია. სარდაფის დამუშავების პროცესში კედლებში იყვნენ ქვეწარმავლები და ისინი წაიყვანეს. შემდეგ სკოლის კედლებზე არსებული ნაპრალები ამოვავსეთ, თუმცა კვლავ შეიქმნა პრობლემა. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია”,- განაცხადა თამარ მაისურაძემ.
განათლების სამინისტროს განცხადებით, მოსწავლეებს გაცდენილი დღეები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.

შენიშვნა: ფოტოზე ასახული ქვეწარმავალი არ ასახავს სკოლის შენობაში არსებულს.

იტვირთბა....