aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოსტავას ქუჩის ნაწილი, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო გადაიკეტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გვიან ღამით თბილისში, კოსტავას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“  ავრცელებს.

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, დაგეგმილი სამუშაოების მიზეზით, 14 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთზე.

„თბილსერვის ჯგუფი“ შეფერხებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

იტვირთბა....