aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას ითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას, მისი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია ითხოვს.

ეს ვადა წლის ბოლოს იწურება, გამსახურდიას ვაჟი კი ამბობს, რომ რადგან საქმე ქვეყნის პრეზიდენტს ეხება, უნდა შეიცვალოს კანონი, რაც საქმეზე 25 წლიანი გამოძიების ხანდაზმულობას მოხსნის. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც “ქართული ოცნების” რჩეულმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს გამოიძიებს.

რაც მეტი პოლიტიკოსი გააკეთებს ასეთ განცხადებას, მით უკეთესი. რამდენადაც ზვიად გამსახურდიას საქმე წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინტერესს.

ჩვენ მოვითხოვთ, შევიდეს ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ დანაშაული კაცობრიობის წინაშე, არამედ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული, როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას“-ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

იტვირთბა....