aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდუბეში, ყოფილი კიროვის ქარხანაში გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხანაში გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა ცეცხლის კერების ჩაქრობა რამდენიმე წუთშივე შეძლო.”მეტრონომის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ხანძრის შედეგად  2000 კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძარი ლეიბების და მატრასების საწყობს გაუჩნდა. კორესპოდენტის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილას გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე მივიდა.

“დაშავებულები საბედნიეროდ არ არიან. სხვადასხვა ტიპის საწყობებს გაუჩნდა ცეცხლი. ხანძარი ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს კერების დამუშავება. ზარალის შესახებ მომავალში გახდება ცნობილი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულები ვიქნებით აღნიშნული საქმეში. სავარაუდოდ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება”-განაცხადა ხელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი კიროვის ქარხანას ერთი საათის წინ ცეცხლი გაუჩნდა. ცნობისთვის, იგივე ქარხანა 2015 წლის 27 აგვისტოს დაიწვა.

 

იტვირთბა....