aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვირას ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება

aviabiletebi
ავიაბილეთები

კვირას, 24 ივნისს, მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. მარათონში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის სპორტსმენებსაც.

მერიის ინფორმაციით, გარბენი დაიწყება ვაკის პარკიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე, აქედან გამომდინარე 24 ივნისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ვაკის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები თამარაშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე იმოძრავებენ ყაზბეგისა და პეკინის გამზირების, გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

იტვირთბა....