aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კახეთში 17 წლის მოტაცებული გოგო იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის ჰ.მ., ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. არასრულწლოვნის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამ დროისთვის მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რის შემდეგაც ფსიქოლოგის და ადვოკატის თანდასწრებით მოხდება მისი გამოკითხვა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ლამბალოში, 17 წლის ჰუსნია მამედოვა სოფელ თულარის მკვიდრმა სრულწლოვანმა ბიჭმა მოიტაცა. გატაცებულის ოჯახის თქმით, გოგო სახლიდან, ოთახიდან ორმა ბიჭმა გაიტაცა.ამ დრომდე ვერ ხერხდება გატაცებულთან კონტაქტის დამყარება.

aviabiletebi
ავიაბილეთები

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....