არჩევნები

კახა კალაძე ევროპის საინვესტივიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც  ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.

მიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიიღო, რომელზეც მხარეებმა თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო საჭიროებები განიხილეს.

კახა კალაძის თქმით, ის განაგრძობს საერთაშიროსო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს.

„მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმართ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ – განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა.

მან ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის მზაობისთვის და აღნიშნა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები იქნება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სებასტიან ჰუსონ დე სამპინის  განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მწვანე ქალაქისა და  „სმართ სითის“ განვითარებაში. მისი თქმით, კახა კალაძესთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განხილულიყო საქართველოს დედაქალაქის სამომავლო განვითარების გეგმები, მათ შორის ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხი.

სხვა ამბები

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

newsadmin

სესხების განულებასთან დაკაშირებული ვებგვერდი დღეს საღამოს, 6 საათიდან ამოქმედდება

newsadmin

სააკაშვილი: “პატრიარქიდან დაწყებული, ყველა აღიარებს, რომ ხმები მოიპარეს”

newsadmin

“არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პრეზიდენტი იმ რეგიონშიც, სადაც ხმების მცირე, მაგრამ გარკვეული მაინც წააგო”

newsadmin

ზაალ უდუმაშვილი: ეს ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის

newsadmin

გიორგი ლომაია: ქალბატონი სალომე არც მეფის შთამომავალია და არც მოსახლეობისგან არ მიუღია სრული ლეგიტიმაცია

newsadmin

სალომე ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, ეს დღე დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია

newsadmin

შალვა ნათელაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას ხვდება

newsadmin

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
გურამ დონაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გურამ დონაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ, ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი.. ნახე სრულად..