aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კაჭრეთის მანიფესტი ივანიშვილის მასშტაბს ამცირებს – ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს ივანიშვილის არჩევანია, ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. ჩემთვის ივანიშვილის განცხადება მის მასშტაბს კიდევ უფრო აპატარავებს. სამწუხაროდ, ისედაც მქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები. ბესელიასთნ დაკავშირებით ივანიშვილის რიტორიკა საერთოდ არაა საინტერესო. ივანიშვილი ირიბად ადასტურებს, რომ მოწონს ქვეყანაში მოქმედი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ესეთ მოსამართლეებს წარმოადგენს, რაც რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მივედით იქამდე, რომ კობახიძე წერს და ივანიშვილი ხელს აწერს. ესეც ივანიშვილის არჩევანია, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ხუხაშვილის განცხადებით, მთავარია რა ხდება ქვეყანაში და არა პარტია “ქართულ ოცნებაში”.

“რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად პარტიულ პრობლემებს ასახელებს, ესეც სამწუხაროა. პარტიული პრობლემები არაა მნიშვნელოვანი, მთავარია რა ხდება ქვეყანაში. ივანიშვილი სახელმწიფოებრივ პრობლემებზე არ ამახვილებს ყურადღებას. თურმე, მთავარი პრობლემა პარტიის ლაგება ყოფილა. მისი პარტია არ გვაინტერესებს. მთავარია ქვეყანაში რა ხდება. ქვეყანაში კი კარგი არაფერი არ ხდება. ეს დოკუმენტი კაჭრეთში გამოაცხვეს და მე ამას დავარქვი კაჭრეთის მანიფესტი.

თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ივანიშვილმა გავრცელებული განცხადებით საბოლოოდ დაუჭირა მხარი ახალგაზრდულ ფრთას. იქ დარჩა პატარა მანევრის საშუალება დატოვებული. თუმცა, სამწუხაროა, ივანიშვილის მასშტაბი მცირდება და ეს სრულიად აშკარა გახდა”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....