aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “მცირე მთავრობის კონცეფციას მივესალმები, ეს საშუალებას მოგვცემს ვიყოთ კიდევ უფრო მოქნილები”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიესალმება მცირე მთავრობის კონცეფციას, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები და მოქნილები.

„მცირე მთავრობის კონცეფციას მე მივესალმები, თუმცა, მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი აწარმოებს მოლაპარაკებებს თუ როგორ, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს ცვლილებები და უახლოეს დღებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. დღეს საღამოსაცაა შეხვედრა და ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება. როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი ცხადი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხადაც კი კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ისაუბრებს.

„ცვლილებებს რაც შეეხება, მგონია, რომ ჩემი მხრიდან განცხადების გაკეთება და იმსჯელობა არასწორი იქნება. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს სახელმწიფო მდივანზეც, იმ ცვლილებებზე, რომლებიც განხორციელდება. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, მცირე მთავრობას მე მივესალმები. ეს ჩვენ მოგვცემს საშუალებას ვიყოთ კიდევ უფრო მობილურები, უფრო მოქნილები გადაწყვეტილების მიღებისას. ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რეფორმები, რომელიც მამუკა ბახტაძის მხრიდან იყო გაჟღერებული. ჩვენს ქვეყანას სჭირდება რეფორმები, სწრაფი განვითარება, წინსვლა და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ტბილისის მერმა კახა კალაძემ.

იტვირთბა....