ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე ბრისტოლის მერს შეხვდა

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on Google+
Google+
0Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის – ბრისტოლის მერს, მარვინ რისს შეხვდა. თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  თბილისის მერმა ყურადღება ასევე, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტებზე გაამახვილა.

„ბრისტოლის მერთან საინტერესო შეხვედრა შედგა. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია. მიმდინარე წელს, ჩვენი დაძმობილების დღიდან 30 წელი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბრეთ. ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება  აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა,  განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული პროექტი. ვისაუბრეთ მომავალ წელს, თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს.

„მოხარული ვარ, რომ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. დღეს ვისაუბრეთ იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა გადასაჭრელადაც, ერთად მუშაობა შეგვიძლია. მათ შორისაა, ჰაერის დაბინძურება, მდგრადი განვითარება და ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა. მთავარია, რომ ამ ყველაფრის სათავეში ბრისტოლისა და თბილისის მეგობრობა დგას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა მარვინ რისმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას. აღსანიშნავია, რომ იუბილეს ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივ გამოფენას – „ერთიანობა   განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018“ უმასპინძლა, ხოლო 27-28 სექტემბერს, ბრისტოლის მხარის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მოკლემეტრაჟიან და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (The Encounters Film Festival) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით, 12 ოქტომბერს, დაგეგმილია ერთობლივი  ბიზნესკონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ბრისტოლის მერები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრას ბრისტოლის მერთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური და ბრისტოლის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ალიქს ჰიუზი ესწრებოდნენ.

სხვა ამბები

ლევან ხაბეიშვილი სუს-ში დაიბარეს

newsadmin

სროლა ბრაზილიის ეკლესიაში – მოკლულია 5 ადამიანი

newsadmin

სალომე სამადაშვილი 16 დეკემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება

newsadmin

ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ

newsadmin

იუნესკოს გენერალური დირექტორი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

newsadmin

აპატურაი: საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, როგორც ღია და სამართლიანი

newsadmin

უსუფაშვილი: აშკარაა, რომ მოქმედ მმართველ პარტიას მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს

newsadmin

სუს-მა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ირანის 7 მოქალაქე დააკავა

newsadmin

7 ნოემბრის საქმეზე,  ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური დაიკითხებიან

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
ბოლნისში, 13 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამა ამბობს, რომ მკვლელი ცნობილია, მაგრამ მას არ აკავებენ
ბოლნისში გარდაცვლილი 13 წლის მოზარდის ისმაილ ბადალოვის მშობლები ძალოვან უწყებებს გამოძიების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ოჯახის წევრების თქმით, მათი შვილი ერთი თვის წინ, ბოლნისში,.. ნახე სრულად..