aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

იტალიაში ბინის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიის ქალაქ ბარიში, ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პირველი არხი იტალიურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი დღეს დილით მოხდა. 28 წლის მამაკაცი კარაბინერებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ბინაში იმყოფებოდა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ხელსაწყო და ათობით გასაღები, რომლითაც მამაკაცი ბინების საკეტის გახსნასა და სახლებში შეღწევას ცდილობდა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს მოქალაქე ქურდობისთვის ადრეც იყო ნასამართლევი.

იტვირთბა....