არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისე დაჭკნებით, როგორც ხაინდრავას მიერ ზურაბშვილისადმი მირთმეული ყვავილები” – გოცირიძე “ქართულ ოცნებას”

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, სოციელურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც არჩევნებს ეხმაურება.

გოცირიძის თქმით, ქართული ოცნებაში ტრაურია.

ქართულ ოცნებაში” ტრაურია. წუხელ მკითხავთან ყოფილან და იმას უთქვამს:”ისე გახმებით, დაჭკნებით და გაქრებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი ”გამარჯვების” აღსანიშნავად მირთმეული ყვავილების თაიგულიო. გაქცეულან სამკითხაოდან პარტიის ოფისში თაიგულის სანახავად და რას ხედავენ: ზეიმში წყლის ჩასხმა დავიწყნიათ და თაიგული დამჭკნარა” – წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ცესკოს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასეთია:

დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი –  38.63% (615 403 ხმა).
გაერთიანებული  ოპოზიაცია, „ძალა ერთობაშია“ – გრიგოლ ვაშაძე – 37.74 % (601 175 ხმა).
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი , დავით ბაქრაძე –  10.97% (174 699 ხმა).
ამავე თემაზე: ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 2 დეკემბრამდე ჩატარდება

იტვირთბა....