aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისეთი ინაუგურაცია უნდა ჩავატაროთ, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს” – წულუკიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 დეკემბერს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩავატაროთ ისე, როგორც ეკადრება სახელმწიფოსა და ქვეყანას.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტი ნიშნავს, რომ სანქცირებულია აქცია თუ არასანქცირებული, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.

„ყოველთვის სჯობს, რომ შიდა კანონი იყოს დაცული, მაგრამ თუ იქნება არასანქცირებული შეკრება, მაშინ მიუხედავად ამ ფორმისა, გამოხატვის თავისუფლება ამ შემთხვევაშიც არის მთავარი. მას აქვს ზღვარი და ზღვარი გადის იქ, რომ არ უნდა დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს აქცია უნდა იყოს მშვიდობიანი. ამას ითხოვს ასევე ევროპული სტანდარტი. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსცესები არ იყოს დაშვებული და ისეთი ინაუგურაცია ჩავატაროთ, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ტელავში გაიმართება.

იტვირთბა....