aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა”: საზარელი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 თვის ორსული ქალიც იმსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, 7 თვის ორსული ქალი. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცნობილი ხდება რომ, გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ – და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე.

“სამწუხარო ამბავი გავიგეთ დღეს დილით. ვიზიარებთ ოჯახის სამძიმარს ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სულები, ძალიან მეწყინა ეს ამბავი. სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას.

იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა, ცოლიც გარდაიცვალა, 7 თვის ფეხმძიმე დალი”, – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი და გარდაცვლილების ფოტოებს აქვეყნებს.

ავტოსაგზაო შემთხვევისას  ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. აღნიშნულ ფაქტზე შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

5336747160.images.new_photo.axali_fotos_3.society.avaria

ავარიის ამსახველი ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

იტვირთბა....