aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს უნივერისტეტის შენობის წინ აქციას გამართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს უნივერისტეტის შენობის წინ აქციას გამართავენ. როგორც  აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტების პროტესტი 25-მდე ლექტორის გათავისუფლებას მოჰყვა. მათი თქმით, ლექტორების გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი პროცესია.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის  ბიზნესის სკოლის დეკანმა, ნინო პატარაიამ, ლექტორების გაშვების მიზეზად  დაასახელა, რომ ისინი პარალელურად სხვა უნივერსიტეტშიც მუშაობენ, რაც  უსაფუძვლოა  და საღ აზრს არის  მოკლებული.

სტუდენტები დეკანის გადადგომას და ლექტორების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. საკითხს თავად გათავისუფლებული ლექტორებიც ეხმაურებიან. გურამ შეროზიას განმარტებით, გაუგებარია თუ რა გახდა გათავისუფლების მიზეზი. ამასთან, ლექტორები დეკანთან და რექტორთან შეხვედრას ითხოვენ.

იტვირთბა....