aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

იზორია: “ბავშვმაც კი იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%, რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს რუსეთი ახორციელებს, ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია საუბრობს.

მინისტრი გამოეხმაურა ე.წ. საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცებისს საკითხს.

“რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. ბავშვმაც კი იცის, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამას ქართველი არ შეეგუება, ამიტომ ყველა საკითხთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას უკავშირდება, ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს, ამიტომ ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან ჩვენი მოსახლეობის მიმართ, სწორედ რუსეთი არის პასუხისმგებელი. შესაბამისად, ჩვენ ამ კომუნიკაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ურთიერთობაზეა ორიენტირებული, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან პოზიცია იქნება ურყევი, პრინციპული და შეუპოვარი, თუმცა ამასთან ერთად პრინციპული იქნება პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების და განსაკუთრებით ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....