ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თუ საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას”

გაუზიარეთ სხვებსაც
Share on Facebook
Facebook
0Tweet about this on Twitter
Twitter
Share on VK
VK
Share on LinkedIn
Linkedin

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შემთხვევაში, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

როგორც ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ უკვირს საქართველოს ეკლესიის ფრთხილი მიდგომა ამ საკითხისადმი

. „ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოიწია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მეტ-ნაკლებად აქტუალურია პოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, არის საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მხარის დაჭერა. ეს თემა არა მარტო ეკლესიისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. სრულიადაც არ მიკვირს ის ფრთხილი მიდგომა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო იყენებს ამ საკითხის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი ქართულ პოლიტიკოსებზე და ქართულ ექსპერტებზე.

მინდა, პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს მივმართო და ვკითხო, რა არის თქვენთვის უფრო უმნიშვნელოვანესი და უზენაესი, საქართველოს ინტერესები თუ ზოგადად ნათქვამი სიტყვები სამართლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენი სამშობლოს ერთიანობა თუ უკრაინის ინტერესი. პატივს ვცემ უკრაინასა და უკრაინელებს, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესი ჩემთვის არის უზენაესი. მინდა, ვუთხრა იმ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და არ გინდათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება. ნამდვილად არ მინდა, ასეთი შეურაცხყოფა მოგაყენოთ, მაგრამ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი თქვენს პოზიციას, ან უბრალოდ თქვენ არ იცით და არ გესმით, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს სიტყვებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ზუსტად ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობს, რუსეთის საპატრიარქო ავტომატურად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგმული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „დამოუკიდებლობისთვის“ და ეს იქნება დამღუპველი საქართველოს ერთიანობის პერსპექტივისთვის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

სხვა ამბები

“ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება” – ბატიაშვილი

newsadmin

გაგრაში, აფეთქების შედეგად, რუსი ბიზნესმენი დაშავდა

newsadmin

საქართველოს რომელ რეგიონში დაფიქსირდა H1N1 ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა

newsadmin

“გაერო კარგია, მაგრამ ჩვენ ჩვენი სამშობლო გვაქვს” – კვიციანი ლომჯარიას

newsadmin

გორში მაღაზია გატეხეს – მოპარულია 6 ბოთლი არაყი

newsadmin

“მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“

newsadmin
იტვირთბა....
რეკომენდირებული სტატია
სერგეენკო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას
“მართლა გამიჭირდება ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას", - აცხადებს სერგეენკო. წყარო:.. ნახე სრულად..