aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თემქაზე ავარიას მეორე არასრულწლოვანიც ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თემქაზე დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეორე არასრულწლოვანიც, 7 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად სულ სამი პირი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. რამდენიმე საათის წინ დაშავებული 18 წლამდე გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ კი 7 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტიც დადასტურდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს თემქის მე-11 მიკრო რაიონში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი კი ამოტრიალდა.

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავარია თემქაზე: დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა

 

იტვირთბა....