aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თელავში, ინაუგურაციის რეპეტიციის დროს, ქვემეხებიდან გასროლის გამო, სახლებს მინები ჩაემსხვრა

თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას ქვემეხებიდან გასროლის დროს გამოწვეულმა ბიძგებმა სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა.
aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი2-ის”ინფორმაციით, ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები. როგროც დაზარალებულები “კურიერთან” საუბრისას ჰყვებიან, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა. სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია. სოფლის მცხოვრებლები იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ქვემეხებია განლაგებული. მათი თქმით, ადგილზე მყოფმა სამხედროებმა მათ უთხრეს, რომ დაზარალებულთა მონაცემებს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწვდიან.

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ქვემეხებს გაისვრიან

 

იტვირთბა....