aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია ადგილზე აქციას მაინც გამართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავის მერიის უარის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია გეგმის შეცვლას არ აპირებს.

„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, პირველ რიგში, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-ს წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

იტვირთბა....